Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებთან

22 სექტენბერს, თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე და თსუ თვითმმართველობის პრეზიდენტი ლუკა ტაბიძე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებს შეხვდნენ და მათ სტუდენტობა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

,,თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი იძლევა ყველაზე საფუძვლიან და თანამედროვე ცოდნას ამ მიმართულებით. ჩვენი კურსდამთავრებულები ქმნიდნენ და ახლაც ქმნიან ეკონომიკურ პოლიტიკას ქვეყანაში". - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

შეხვედრაზე თსუ რექტორმა და ფაკულტეტის დეკანმა დააჯილდოვეს 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული, ყველაზე მაღალქულიანი პირველსემესტრელი სტუდენტი ანი ნოზაძე.

 

თარიღი: 23/09/2025